Top Ads on Chernovetsky Charitable Found

Chernovetsky Charitable Found

128 Days

წაიყვანე შენი ურჩხული და მოშორდი ჩვენი სახლიდან! კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა საათობით შეუძლიათ! დედა ვაჟს არწევს და ცდილობს, მისი კვნესა-ტირილი სიმღერით დაამშვიდოს, მაგრამ ხშირად - არ გამოსდის. მერე, დედაც ტირილს იწყებს... ის გრძნობს, როგორ იტანჯება მისი შვილი, გრძნობს მის ტკივილს... მაგრამ დახმარება არაფრით შეუძლია! წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენი ცხოვრების სიყვარულს მუდმივად მომაკვდავს და საშინელ ტანჯვაში ხედავ! ჯონი ავადმყოფი დაიბადა, ძალიან ავადმყოფი... ძლივს გადარჩა. დედას - მაიას, რთული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ მას ექიმთან არ უშვებდნენ. „ისეთი ზარმაცი ხარ, ოღონდაც სახლის საქმეები არ აკეთო და რაღაც დაავადებებს იგონებ... ექიმებზე უკეთ ვიცით, როგორ მოგიყვანოთ ჭკუაზე! მიდი, აიღე ცოცხი და დაგავე!!!“ - საბრალო, ორსულ გოგონას ეუბნებოდა ქმრის ბებია; ის კი, - მეუღლე რომ არ გაებრაზებინა, - ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც „ღირსეულ“ რძალს შეშვენის. მასთან საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა... მისი 11 წლის ვაჟი, - ჯონი ყვიროდა და ტიროდა; ხან ხელებიდან უსხლტებოდა დედას, ხან ხელში აყვანას ითხოვდა, ხანაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა, სიტყვებით რომ ვერ აღწერ. ეს ისეთი დაუსრულებელი საშინელება იყო, რომ ჩვენ თვითონაც გაქცევა და ტირილი მოგვინდა. - მაია, ბავშვის დაავადების შესახებ როდის შეიტყვეთ - ორსულობისას თუ მისი დაბადების შემდგომ მაია: რთული ორსულობა მქონდა - ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა, მე კი დაჯდომაც არ შემეძლო... ყველაფრის კეთება მე მიწევდა სახლში. ის ავადმყოფი დაიბადა... ნაადრევად. რეანიმაციიდან 1 თვე არ წერდნენ. ქმრის ოჯახს ბავშვის მიღება არ სურდა! სახლში რომ მივედით, შვილთან ერთად, ოთახიდან გამოსვლას მიკრძალავდნენ, ბავშვს საკვებს არ ყიდულობდნენ. „ჩვენმა თვალებმა არ დაგინახოთ! მოაშორე ეს ურჩხული აქედან! მას უფლება არ აქვს, ჩვენი ოჯახის წევრი იყოს!“ ... ჩუმჩუმად, მეზობლებს ვთხოვდი ხოლმე რძის ნაწარმს და ავადმყოფ ჩვილს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ, წყალწყალა ფაფებს ვაჭმევდი... - მაია, კი მაგრამ, მხარს არავინ გიჭერდათ თქვენი მეუღლე რას ამბობდა მაია: ჩემი ქმარი ყურადღებას საერთოდ არ
Heat: 999
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: კრუნჩხვებისგან მას ხელ-ფეხი ეგრიხება და რომ არ მოსტყდეს, დედა შვილს მთელი ძალით იჭერს და გულში იხუტებს. ასე ჯდომა ...
Button label: DONATE_NOW
Chernovetsky Charitable Found

130 Days

მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩენილი პატარა ბიჭი... ძნელია დაუსვა კითხვები ბავშვს, როდესაც იცი, რომ განწირულია! ნიკა: მამა გარდაიცვალა... ჩვენც მალე მივყვებით ალბათ. მე და დედა დავრჩით მარტო, არც ბებია-ბაბუა მყავს. - ნიკა გვითხარი, აქ როგორ ცხოვრობ ნიკა: ნუ გეშინიათ!… 展开 მობრძანდით, იმედია დღეს არ დაინგრევა კედლები და იატაკიც ჯერ არ ჩავარდება. ჩემი წინაპრები ასი წლის წინ ცხოვრობდნენ აქ, ალბათ მაშინ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო. შემდეგ აქ ჩემი დედ-მამა ცხოვრობდნენ. ამ სახლში დაიბადა ჩემი დაც... შემდეგ რიგრიგობით დამეღუპა ყველა, ჩემი უსაყვარლესი ბებია და ბაბუა... ცოტა ხნის წინ, ახალ წლამდე, ჩემი საყვარელი მამიკოც გარდაიცვალა. მარტო დავრჩით მე და დედა. დედაც ავადაა. - რა მოუვიდა დედას… 展开
Heat: 999
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: მამა გარდაიცვალა... ჩვენც მალე მივყვებით ალბათ. მე და დედა დავრჩით მარტო, არც ბებია-ბაბუა მყავს.
Button label: N/A
ჩერნოვეცკის ფონდი

100 Days

მეგობრებო, თქვენ მათი გადარჩენა შეგიძლიათ! ჩვენ მოგითხრობთ მათი პრობლემების შესახებ, რომ იცოდეთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი განსაცდელი! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და არ დაგავიწყდეთ პოსტების გაზიარება! ეს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია! ჩვენ ხომ ყველა ღვთის შვილები ვართ!
Heat: 998
Website URL: 220922501383164
Headline: ბანკის ანგარიშის ნომრები: GE15TB7194336080100003 და GE64BG0000000470458000, ფასიანი ნომერი 0901 200 270
Button label: LIKE_PAGE
ჩერნოვეცკის ფონდი

104 Days

მეგობრებო, თქვენ მათი გადარჩენა შეგიძლიათ! ჩვენ მოგითხრობთ მათი პრობლემების შესახებ, რომ იცოდეთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი განსაცდელი! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და არ დაგავიწყდეთ პოსტების გაზიარება! ეს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია! ჩვენ ხომ ყველა ღვთის შვილები ვართ!
Heat: 998
Website URL: 220922501383164
Headline: ბანკის ანგარიშის ნომრები: GE15TB7194336080100003 და GE64BG0000000470458000, ფასიანი ნომერი 0901 200 270
Button label: LIKE_PAGE
Chernovetsky Charitable Found

91 Days

როდესაც შვილს ვეკითხებოდი ვინ ვარ, მპასუხობდა - „ დედა, ჩემი სახელიც კი არ ახსოვდა. ნებისმერი დედისთვის უდიდესი სასჯელია, საკუთარი თვალით უყუროს, თუ როგორ იტანჯება მისი შვილი. გიორგი ახლა 16 წლისაა. 7 თვისამ წითელა გადაიტანა და ვინ წარმოიდგენდა, რომ შედეგად ბავშვს პანენცეფალიტი დაემართებოდა. სამწუხაროდ, ბავშვები, ვინც წლამდე წითელა გადაიტანა, სწორედ ამ რისკის ჯგუფში ხვდებიან. გაუფრთხილდით ჩვილებს, უფალი შეგეწიოთ! ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რა ტკივილს განიცდიან მშობლები, როდესაც მათი შვილი ასეთ მდგომარეობაშია. გიორგის ერთი წამითაც ვერ ტოვებენ. თითოეულ გამოხედვას, ღიმილსა თუ მოძრაობას, აკვირდებიან, რათა სამუდამოდ არ დაკარგონ მასთან კავშირი! გიორგი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, სკოლაში დადიოდა, პატარა ძმებს, ლუკასა და ალექსანდრეს ეთამაშებოდა. გიორგი თავის ძმებზე ორი წლითაა უფროსი. „ყოველთვის დავიცავ ჩემს ძმებს, ვერავინ აწყენინებს!“ - ასე ამბობდა ბიჭი. პატარებსაც ის სიგიჟემდე უყვარდათ... მათემატიკური ნიჭით დაჯიდოებული გიორგი პატარა გენიოსი იყო. მთელი დღის განმავლობაში შეეძლო რთული ამოცანების ამოხსნა და ძალიან ბედნიერი იყო ამით. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მოუსვენარი ბიჭი, ლოგინიდან ვეღარ ადგებოდა. ამ ტრაგედიაზე გიორგის დედასთან საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. „მტერს არ ვუსურვებ, საკუთარი თვალით უყუროს, თუ როგორ იტანჯება მისი შვილი... ალბათ სისულელეს ვამბობ, მაგრამ ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ ბავშვს მაინც სიკვდილი უწერია, ხომ არ სჯობია, რომ უცებ მოუვიდეს რამე დედა-შვილისთვის არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უყუროს ერთმანეთის დაუსრულებელ ტანჯვას. სტკივა სცივა ტირილი უნდა ამასაც კი ვერ ვიგებთ... უკვე 5 წელია გიორგისთან ერთად ყოველდღე ვკვდებით...“ - ირინა, ნამდვილად არ გვსურს გაგახსენოთ ეს საშინელება, მაგრამ მაინც, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი ირინა: როდესაც გიორგი 12 წლის იყო, მეზობლის ბიჭმა თავში ჩაარტყა, გონება დაკარგა, მაგრამ მალევე წამოდგა ფეხზე. გამოკვლევაზე წავიყვანე, იქ მითხრეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდა, დამამშვიდეს. 2 კვირაში, როდესაც მათემატიკაში მეცადინეობდა, უეცრად ტირილი დაიწყო... როდესაც მივედი მასთან, მითხრა, რომ ყველაზე მარტივ მაგალითსაც კი ვერ ხსნიდა... ძალიან უყვარდა მათემატიკა... ელემენტარულ კითხვებზე, 2Х2, 3+3, ვერ მცემდა პასუხს. შემდგომში ციფრებსაც ვეღარ ცნობდა. ძალიან შევწუხდი, ექიმთან წავიყვანე, ყველაფერი გავყიდე, რათა ანალიზები გერმანიაში გამეგზავნა. გერმანელი ექიმების პასუხმა კი გული მომიკლა, პანენცეფალიტი! - როგორ განვითარდა დაავადება გიორგი გრძნობადა, რომ რაღაც ემართებოდა ირინა: წყეულმა დაავადებამ 8 თვეში წამართვა შვილი! თანდათანობით სიტყვები დაავიწყდა, მოძრაობა შეწყვიტა... როდესაც ვეკითხებოდი ვინ ვარ, მპასუხობდა, „დედა“, სახელი კი არ ახსოვდა. შემდეგ დიდი ხნით იძინებდა, ორი-სამი დღე ეძინა გადაბმულად, გონს მოდიოდა, გვეხვეოდა, კითხულობდა სად იყო და ისევ იძინებდა... 2015 წლის 21 ივლისს საბოლოოდ გაითიშა... - მისი უკანასკნელი სიტყვები თუ გახსოვთ ირინა: რა თქმა უნდა, რა დამავიწყებს! „მამა, მამიკო, რაღაც ვერ ვარ კარგად, მიშველე...“ სამუდამოდ დამამხსოვრდა... მას შემდეგ, აღარ გაგვიგია მისი ხმა. - როგორია გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობა ირინა: 5 წელია უმოძრაოდ წევს. ხელ-ფეხი არ ემორჩილება, მაგრამ ყველაფერი ესმის და თითოეულ მისი რეაქცია იმედს მაძლევს... კლასიკურ მუსიკას ვურთავ, მას ძალიან უყვარს ბეთჰოვენი, იღიმის, როცა უსმენს... ამით ვხვდები, რომ შვილი ჯერ საბოლოოდ არ დამიკარგავს, მას ესმის, იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს... - თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს ირინა: კიდევ ორი ბიჭი მყავს, 14 წლის ტყუპები, ლუკა და ალექსანდრე. მათთვის ვცოცხლობ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი მეუღლის მხარდაჭერა და სიყვარული რომ არა, ალბათ, თავს მოვიკლავდი. ძალიან მეხმარება ბიჭების აღზრდაში და გიორგის მოვლაში. - რა არის თქვენი ოჯახის საარსებო წყარო რა შემოსავალი გაქვთ ირინა: მეუღლე დასუფთავებაში მუშაობს, მისი ხელფასი, რა თქა უნდა არ გვყოფნის. ჰიგინური საშუალებები და წამლები ძალიან ძვირი ჯდება. - ირინა, შეიძლება ეს უადგილოა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ ეს კითხვა ისე, როგორც ყველა ჩვენს ბენეფიციარს. რაზე ოცნებობთ ირინა: მე რეალისტი ვარ. ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ ყველაფერი ვიცი... ვიცი, რომ ვერ გადარჩება, მაგრამ, როგორ ავუხსნა ეს ჩემს ბიჭებს როგორ ლუკამ, როგორც ჩანს, წაიკითხა ამ დაავადების შესახებ, მკითხა; „იქნებ გადარჩეს გიორგი ის ხომ არ გავს სხვებს ის ხომ მსოფლიოში ყველაზე კეთილია!“ -
Heat: 988
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: ნებისმერი დედისთვის უდიდესი სასჯელია, საკუთარი თვალით უყუროს, თუ როგორ იტანჯება მისი შვილი.
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

76 Days

„მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“ მეთამაშე რა, გეხვეწები, ხო იცი, როგორ მიყვარხარ…! - ეხვეწება 4 წლის ანდრია მამიკოს, რომელიც გაუნძრევლად წევს. ჩვენ კი სრული სერიოზულობით აგვიხსნა, რომ მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი“ „ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა, თავი ზღაპარში მეგონა, ხელის გულზე დამატარებდა“ - გვიამბობს ანდრიას ულამაზესი დედა, ანი. საყვარელ მეუღლეზე რომ საუბრობს, სითბოთი და სიყვარულით უბრწყინავს თვალები - „ მერე კი... მადლობა ღმერთს, ცოცხალი რომ გადარჩა!“( ტირის) ქორწილის სურათებზე, ზღაპრულად ლამაზ ქართველ წყვილს ვხედავთ. ნამდვილად ზღაპარს ჰგავდა მათი ცხოვრება. მაგრამ ერთხელაც, როცა დავითი ღამით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ოჯახთან მიიჩქაროდა, საშინელი ავარია შეემთხვა. ტვინის ყველა უბანი დაზიანებული აქვს. როცა გონს მოვიდა, კლინიკიდან გაწერეს, მკურნალობის სახლის პიროებებში გასაგრძელებლად. ვერ ლაპარაკობს, ვერ ინძრევა, გაურკვეველია, ოჯახის წევრებს საერთოდ თუ ცნობს. მეუღლე კი, ისე უვლის, როგორც ჩვილ ბავშვს. - გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, თუ შეიძლება. ანი: ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ. მე 25 წლის ვარ, ჩემი მეუღლე, დავითი - 26-ის, ანდრია - 4-ის, ბარბარე კი - 1 წლის. დროებით დედაჩემი, ვილოტაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ყველაფერში მეხმარება. - გვესმის, რომ რთულია თქვენთვის ამაზე საუბარი, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა დაემართა თქვენს მეუღლეს. ანი: 28 ოქტომბერს, დავითი საშინელ ავარიაში მოყვა, სასწაულია, საერთოდ ცოცხალი რომ გადარჩა. დაუზიანდა თავის ქალა და ტვინის ყველა უბანი. აღდგენა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და რეაბილიტაციის კურსზე. ორი თვე რეანიმაციაში, კომაში იწვა. როდესაც თვალები გაახილა, დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, და შესაბამისად აღარ იყო სარეანიმაციო პაციენტი, არჩევანის წინაშე დავდექით: ნევროლოგიის განყოფილებაში დაგვეტოვებინა ან სახლში გაგვეგრძელებინა მკურნალობა. ვინაიდან ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ავღმოჩნდით, და მკურნალობის საფასურის გადახდის, აღარანაირი საშუალება გაგვაჩნდა, დავითი სახლში გაწერეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა, ჩვილი ბავშვის მდგომარეობას თუ შეედრება. უბრალოდ წევს გახელილი თვალებით, ვერ ვხვდები, საერთოდ თუ გვცნობს, დამოუკიდებლად გადაბრუნებაც კი არ შეუძლია და კონტაქტში არ შემოდის. ორი თვის განმავლობაში, ჩვენთან რეაბილიტოლოგი მოდიოდა, შემდეგ კი მასაჟის გაკეთება მეც ვისწავლე. - ასეთი ავადმყოფის მოვლაში, რა მიგაჩნიათ ყველაზე რთულად ანი: ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ფიზიკურად ძალიან მიჭირს მისი გადაბრუნება, პამპერსის შეცვლისა და სხვა პროცედურების დროს. საუბარია მამაკაცზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ფიზიკურად დიდი და ძლიერი გახლდათ. აქდან გამომდინარე, როგორც ქალს, ძალიან მიჭირს ასეთ სიმძიმესთან გამკლავება. ჩადგმული აქვს ორი სტომა, ერთი კვებისთვის, მეორე კი სხვა ფიზიკური მოთხოვნილებებისთვის. მათი ხშირი გამოცვლა და სტერილურობის დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს. საჭიროა დიდი ოდენობით სტერილური ხელთათმანები და ჰიგიენური საშუალებები. - ანი, რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ანი: პირველ რიგში, მინდა ვუსურვო დიდი მოთმინება, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, უდიდესი სიყვარული, ამის გარეშე, ამ ომში ვერ გავიმარჯებთ! - რა არის თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა ანი: პრობლემა ის არის, რომ ასეთი ავადმყოფის მოსავლელად, ძალიან დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო: წამლები, პამპერსი, სანაციის აპარატის ფილტრები, ხელთათმანები... ექიმების თქმით, დავითისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, თევზი და ხორცი, მაგრამ ჩვენს ოჯახს სამწუხაროდ არ აქვს ამის საშუალება. - შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს ანი: სრულიად შემთხვევით, ჩემს მეგობარს გავყევი სოფელ ოკამში. სწორედ მის ოჯახში გავიცანი დავითი. მაშინ „ოდნოკლასნიკი“ იყო ძალიან პოპულარული და მიმოწერა გვქონდა. მერე კი მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. დავითს რომ შეეძლოს, უფრო ლამაზად მოგიყვებოდათ ჩვენს ისტორიას. - გეხმარებათ ვინმე მშობლები, ან ნათესავებიგინდათ ვინმეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ ანი: დავითის ოჯახი შორს ცხოვრობს, კახეთში, სამწუხაროდ არ აქვთ საშუალება ფინანსურად რომ დამეხმარონ. მაგრამ მიუხედავად შორი მანძილისა, დავითის 16 წლის და, ინგა, ხშირად ჩამოდის და მეხმარება მის მოვლაში. მისი ძალიან მადლობელი ვარ. დედაჩემი, ვიოლეტა, ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში. მკერავად მუშაობდა, ახლა კი, შექმნილ
Heat: 954
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

71 Days

“სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს!“ ხანძრის ან წყალდიდობის შემთხვევაში, საეჭვოა აქ ვინმე გადარჩეს. აქ 6 ქართველი ცხოვრობს, რომელთა შორის ერთი მძიმე ავადმყოფი ბავშვია, მოხუცი ბაბუა, სამი პატარა შვილიშვილი, დედა და მამა. სამუშაო არ აქვთ, მხოლოდ ღმერთის იმედად არიან. რომ არა დედის მიერ ორსულობაში გადატანილი ვირუსი ლიზი ჯანმრთელი გოგონა იქნებოდა. სად იყვნენ ექიმები... და აი, საშინელი განაჩენი მოსიყვარულე დედა -ლეილასათვის და მისი შვილისთვის! ცერებრული დამბლა... მესამე ქალიშვილის დაბადებას გრიგლაშვილების ოჯახში მოუთმენლად ელოდნენ: დედა, მამა და უფროსი დები! „ის ჩვენი პრინცესა იქნება, ვეთამაშებით და ლექსებს ვასწავლით“- სიხარულით აღარ იყვნენ თამარი და თინიკო, ისე ეჩქარებოდათ თავიანთი დაიკოს დანახვა და მასთან ჩახუტება! მაგრამ, სამწუხაროდ,მოლოდინის დიდი სიხარული დიდმა მწუხარებამ და უბედურებამ ჩაანაცვლა... პატარა ცერებრული დამბლის მძიმე ფორმით და თანდართული ეპილეფსიით დაიბადა. - ლეილა, ორსულობისას იცოდით რომ ლიზა მძიმე დაავადებით გაჩნდებოდა ლეილა: ამ პერიოდში გრიპი მქონდა. განსაკუთრებული არაფერი, ორიოდ დღე მქონდა სიცხე...მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს, შესაძლოა პატარას ჯანმრთელობაზე ასახულიყო. -ზუსტად რომ გცოდნოდათ, რომ ასე მოხდებოდა, გადაწყვეტდით თუ არა ბავშვის გაჩენას ლეილა: რას ბრძანებთ, როგორიც არ უნდა იყოს, ბავშვი ღვთის საჩუქარია! როგორ შეიძლება მასზე უარის თქმა არ ვიცი, როგორ იღებენ ქალები ასეთ გადაწყვეტილებას... ბავშვის მოკვლას ვგულისხმობ - ეს ქრისტიანული არაა! მეტიც, ეს არაადამიანურია! -ლიზაზე გვიამბეთ, ალბათ რთულია... ლეილა: იმდენად რთული არაა, რამდენადაც მძიმეა მორალურად! ეს საშინელებაა - უყურო როგორ იტანჯება შენი შვილი და შენ კი დახმარების საშუალება არ გქონდეს. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამას! ღმერთმა ყველა დაიფაროს! ...ლიზი უკვე 9 წლისაა, ის ვერ ხედავს, არ ესმის. როდესაც ტკივილები შეაწუხებს, ყვირილს იწყებს, და ჩვენ, ხშირად არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ... -და როგორ შეიძლება მისი მდგომარეობის შემსუბუქება ლეილა: აი, ახლავე მოგიყვებით, ეს ელემენტარული არითმეტიკაა! დიდი ჭკუა-გონება და უმაღლესი მათემატიკა არ სჭირდება! აი, ოჯახში ექვსნი ვართ. მე, ჩემი მეუღლე, რომელიც დილიდან საღამომდე სამუშაოს ძებნაშია, რათა კაპიკები იშოვოს...ჩვენი ბაბუა აკაკი- 82 წლის ინვალიდი და ჩვენი გოგონები: 14 წლის თამარი, 11 წლის თინა და 9 წლის ლიზი. ვიღებთ შემწეობას 320 ლარის ოდენობით. ბაბუის პენსია 200 ლარია და ამას კიდევ ლიზის - ინვალიდობის 200 ლარი ემატება. 2 წლის წინ, როცა ლიზი ძალიან ცუდად გვყავდა, ჩვენ მისი მკურნალობისთვის საპენსიო კრედიტი გამოვიტანეთ 3 წლის ვადით. ახლა ბაბუის და ლიზის პენსიებიდან მხოლოდ 50-50 ლარს ვიღებთ... 320+50+50=420 ლარი! აი, მთელი ჩვენი შემოსავალი. ამას ემატება ასიოდ ლარი თვეში, რომელსაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს.ჯამში სულ რაღაც 520 ლარი 6 ადამიანისთვის თვეში! წამლებს, რომელსაც ლიზი ყოველდღე მოიხმარს, თვეში 400 ლარამდე ჯდება, ამას დაუმატეთ პამპერსები და ნახეთ, საკვებისათვის მხოლოდ 100 ლარი დარჩება! ვინმე თუ მასწავლის 100 ლარით როგორ გამოვკვებო ოჯახი, ბედნიერი ვიქნები! -ლეილა, ჩემი აზრით, ეს - უბრალოდ წარმოუდგენელია! ლეილა: ო, რას ბრძანებთ! ჩვენი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ეს ძალიანაც შესაძლებელია! ბოროტი არ ვარ, მაგრამ ვუსურვებდი მათ, თუნდაც ერთი კვირა ჩემს ტყავში გაეტარებინათ...ჩემს უფროს შვილებს ბევრჯერ უარიც კი უთქვამთ საჭმელზე, რათა ლიზის წამალი არ მოკლებოდა...რამდენი რამის მოთმენა და გადატანა უხდებათ მათ! ხანდახან ლიზიზე მეტად თამარი და თინიკო მებრალება...ლიზის არაფერი ესმის, მისთვის მთავარია მშრალად იყოს და დროულად მიიღოს საკვები! თამარს და თინას კი რა პასუხი უნდა გავცე ისინი,აგერ უკვე 9 წელიწადია, ყველაფერს მოკლებულნი, დასთან ერთად იტანჯებიან! მათ ბავშვობა არა აქვთ... -ლეილა, როგორ ფიქრობთ, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია რითიმე გავულამაზოთ გოგონებს ყოველდღიურობა მესმის, რომ ლიზისთვის წამლები, საკვები და პამპერსი გჭირდებათ, მაგრამ იქნებ გოგონებმა რაიმე საკუთარი თავისთვისაც მოისურვონ ლეილა: ისინი ძალიან მოკრძალებულები არიან...არ მგონია რაიმე გითხრან...სცადეთ... -გოგონებო, აბა გვითხარით, ყველაზე უფრო რა გაგახარებთ რაზე ოცნებობთ თამარი: არ ვიცი, ლიზა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორ ველოდით მის გაჩენას. ის კი, ისეთი საწყალია, ერთი დღეც არ ჩაივლის ისე, რომ არ გაწვალდეს, რა დროს ჩვენი სურვილებია, როდესაც ის ასე ტირის... თინიკო: მოდით მე ვიტყვი, თამარს, სამეცადინოდ, კომპიუტერი სჭირდება. გ
Heat: 952
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: ახლახანს ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დედა და ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ...ისინი მაშინღა გაახსენდათ...ნუ...
Button label: N/A
Google Developers Blog: Transitioning Google URL Shortener to Firebase Dynamic Links

72 Days

ქართველებო! სინათლის სხივით გავუბრწყინოთ თვალები პატარა ნიკოლოზს! ცალი თვალით დანახული იმედის სხივი! 40 წლის მრავალშვილიან დედას, ლია ძულიაშვილს, ბევრმა ადამიანმა ურჩია, ბავშვთა თავშესაფარში ჩაებარებინა 3 წლის პატარა ნიკოლოზი. თითქმის ბრმა არის და დაიტანჯებითო! „მე დედა ვარ, და ბოლო ამოსუნთქვამდე, ჩემი შვილებისთვის, უნდა ვიბრძოლო. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პატარას გამო, ძალიან მეშინია“ - გვეუბნება ლია. ეს ოჯახი, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული და უბედურია! დედა, ლია და 43 წლის მამა, სოსო ფოცხვერაშვილი, ორივე, მძიმედ არიან ავად! საგარეჯოს რაიონში, სოფელ თოხლიაურში ცხოვრობენ და ოთხ შვილს ზრდიან: 13 წლის არჩილს, 11 წლის „ანანოს, 10 წლის ციცის და 4 წლის ნიკოლოზს. ლია ანემიით იტანჯება, სოსოს კი დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს. ეს ჯანმრთელობით ამდენად სუსტი ადამიანები, სულიერად არიან ძალიან ძლიერნი, მათ უზომოდ სწამთ უფლის და მთელი გულით სჯერათ მისი სიყვარულის! - სწორედ ესაა მათი მთავარი საყრდენი და ეს აძლევს ძალას, ფეხზე მყარად რომ იდგნენ. - რის გეშინიათ, ლია ლია: მხოლოდ იმის, რომ ჩემი პატარები უცხო ხალხში თუ აღმოჩნდებიან, არ დაიღუპონ. მე და სოსო, საკუთარ თავზე დიდი ხანია აღარ ვფიქრობთ! ავად ვართ, ოჯახის თითქმის ყველა წევრი. * ვგრძნობ, რომ საკუთარ თავზე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული... ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სირთულეებიც და ჩემს მეუღლის მოვლაც, მე მაწევს მხრებზე. სამუშაოდ ჩვენ არ გამოვდგებით. დილა თენდება, და მინდა დღე მალე დასრულდეს, დაღამდება და დარდი, ფიქრი და ნერვიულობა არ მაძლევს თვალის მოხუჭვის საშუალებას. თავადაც მიკვირს, როგორ ვუძლებ, მაგრამ მეც და ჩემს მეუღლესაც, ძალას ჩვენი შვილები გვმატებენ... ვცდილობთ, რომ ოჯახში კარგზე ვისაუბროთ, ბავშვებს იმედი ჩავუსახოთ, რომ ნიკოლოზი გამოჯანმრთელდება, შეძლებს სიარულს და აეხილება თვალი. მაგრამ მათ თვალებზე, ცრემლს ხშირად ვამჩნევ, მათ ხომ ყველაფერი ესმით... ნიკოლოზისთვის, უფალს მადლობას ვწირავ... მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს და მხოლოდ ხოხავს, ძალიან აქტიური, საზრიანი, და მოსიყვარულე ბავშვია, მიკვირს, რამდენად კარგად მღერის საბავშვო სიმღერებს. მას სპეციალური სწავლება სჭირდება, მაგრამ რაიონში არ გვაქვს ასეთი რამ ... * - ლია, გვითხარით, თუ შეიძლება, რა არის ნიკოლოზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა, დაეხმარება, თუ არა ოპერაცია, რას გეუბნებიან ექიმები და როდის მიხვდით, რომ ბავშვი ვერ ხედავს ლია: ეჭვი მაქვს, რომ ნიკოლოზის მხედველობის პრობლემის მიზეზი, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმაა, რომლის შესახებაც არაფერი არ მითხრეს და მხოლოდ სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, ბავშვის კეფაზე ნაწიბური ავღმოვაჩინე. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ბავშვი ვერ ხედავს. შევეცადე სამშობიაროში გამერკვია, ჩემს შვილს რა დაემართა, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ მითხრეს. ზოგიერთი ექიმი გვარწმუნებს, რომ ოპერაციას შედეგი ექნება, თუმცა ერთი წლის წინ, თბილისში, ჯავრიშვილის თვალის კლინიკაში, ივარაუდეს, რომ უკრაინაში შეძლებენ ასეთი ოპერაციის გაკეთებას და იმ თვალის გადარჩენას, რომელიც ჯერ კიდევ აღიქვამს შუქს. მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ახლა ვცდილობთ, ნიკოლოზს მასაჟით დავეხმაროთ, რათა სიარული შეძლოს. მას ხანგრძლივი, ინტენსიური მასაჟი სჭირდება, მაგრამ სოციალური დახმარების სააგენტო, თვეში მხოლოდ ათდღიან კურსს აფინანსებს, რომელშიც შედის 2-3 დღე მასაჟი, და ასევე სპეციალური გაკვეთილები და აქტივობები. რა თქმა უნდა, ამისთვის, ადგილობრივი ადმინისტრაციის, ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ ჩვენ იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ ის წამლები ვიყიდოთ, რომელსაც ნიკოლოზს ნევრლოგი უნიშნავს, ბავშვი ხშირად ყვირის, ტირის და ნერვიულობს. დანარჩენი ბავშვებიც ძალიან ნერვიულობენ, მის მდგომარეობას რომ უყურებენ. გოგონებსაც დაეწყოთ ჯანმრთელობის პრობლემები. უფროს გოგონას მკურნალობა და მასაჟები სჭირდება, უმცროსმაც დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში, თავის ტკივილები და გულის რევა აწუხებს. * - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან ერთად, რაიონულ ცენტრში, როგორ ახერხებთ სიარულს ლია: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რამდენად ძნელია, ბავშვი უკვე დიდია, სახლიდან ტრასამდე თითქმის 3 კილომეტრი ხელში აყვანილი მიმყავს, იმ ადგილამდე სადაც ვდგავარ ხოლმე და საგარეჯოში წასასვლელად, ტრანსპორტს ველოდები, რომელმაც შესაძლოა არც გამიჩეროს. მერე, იგივე გზა უკან მაქვს გამოსავლელი, სახლში რომ დავბრუნდე. ეტლში არ ჯდება, თანაც უკვე აღარც ეტევა, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავძლებ... * - ლი
Heat: 948
Website URL: goo.gl
Headline: 3 წლის ნიკოლოზს ისე უნდა, რომ ხედავდეს... „დედიკო, უკვე ღამეა?.. ჯერ ისევ დღეა, პატარავ... ვაი, ეს რა საშინელება გვჭირს... უ...
Button label: DONATE_NOW
Chernovetsky Charitable Found

70 Days

„დედიკო, შეიძლება შენს მაგივრად მოვკვდე“.. „დედიკო, არ იტირო, არასდროს მიგატოვებ, სულ შენთან ვიქნები!“ - ასეთი სიტყვებით ანუგეშებს სასიკვდილოდ განწირულ დედას 11 წლის გიორგი, რომელიც დედისთვის ერთადერთი საყრდენია. 2011 წელს, მარინას ავადმყოფობის შესახებ რომ გაიგო, ქმარი სახლიდან წავიდა. უპატრონოდ მიაგდო სიმსივნიანი ცოლი და წლინახევრის შვილი. არც კითხულობს ცოცხლები თუ არიან. მარინას მკერდი მოკვეთეს, პალატაში გიორგისთან ერთად იწვა... დამტოვებელიც კი არ ყავდა... „რაც გიორგიმ გადაიტანა მტერს არ ვუსურვებ. საავადმყოფოში ვიწექი ოპერაციის შემდეგ, ტკივილისგან ვტიროდი, ის კი ხელს არ მიშვებდა. საწოლში იჯდა ცემს გვერდით და ხელზე მეფერებოდა... თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. სულ ჩემთან იყო... დღემდე ჩემთანაა. რომ აღარ ვიქნები, არ ვიცი, რა ეშველება“ 51 წლის მარინა ბერიშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ყოველ დღიურად მძიმდება. ღამე ტკივილი არ აძინებს, დღე კი იმაზე ფიქრი სტანჯავს - შვილს რა აჭამოს. როცა სიმწრით ნაყიდი გამაყუჩებლები გამოელევა მისი ტირილის ხმა მეზობელ უბანსაც კი ესმის... რა სასტიკი და უგულო უნდა იყოს სისტემა, საცოდავი ქალის ტანჯვას რომ ვერ ხედავს, რომლის სიცოცხლე სადაცაა უნდა დასრულდეს... აქ მხოლოდ წამლების შეძენაზე არაა საუბარი, პრობლემა ძირგამომპალი სისტემაშია, რომელიც გკლავს! - მარინა, გვითხარით, ნუთუ არ შეიძლებოდა თავი აგერიდებინათ ასეთი სავალალო შედეგისთვის მარინა: ალბათ შეიძლებოდა. დროულად რომ მიმეღო დანიშნული წამლები და ჩამეტარებინა ყველა ის პროცედურა რაც ექიმებმა ოპერაციის შემდეგ გამომიწერეს. დროულად რომ მიმეღო კონსულტაცია და მეკონტროლებინა სიმსივნის ახალი კერების წარმოქმნა. ალბათ, ახლა სიკვდილის კანდიდატი არ ვიქნებოდი. - რატომ არ მიაქციეთ თავს ყურადღება მარინა: მოგიყვებით, და თქვენივე კითხვას თქვენვე გაეცით პასუხი. წარმოიდგინეთ, პირველი დარტყმა - ვიგებ, რომ მაქვს კიბო. მეორე დარტყმა - მეუღლე ამის გამო სახლიდან მიდის და წლინახევრის ბავშვთან სულ მარტო ვრჩები. მესამე დარტყმა - მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ მკერდი უნდა მომკვეთონ და მე ბავშვის დამტოვებელიც არავინ მყავს... - თქვენი მშობლები ნათესავები - მოხუცი დედა მყავს, ის ამ ამბავს ვერ გადაიტანდა, არც კი იცის ამის შესახებ. ჩემს ერთადერთ დას კი ჩემზე მეტად უჭირს. ისიც ამ ვერაგმა დაავადებამ გაანადგურა. სანამ მე საოპერაციო ბლოკში ვიყავი, გიორგის სანიტრები ართობდნენ, შემდეგ კი ჩემთან ერთად იყო პალატაში. - ბოლომდე რატომ არ მიიყვანეთ მკურნალობა მარინა: ოპერაციის შემდეგ მუშაობა ვეღარ შევძელი, ინვალიდობის პენსიაც მომიხსნეს. მითხრეს, ოპერაცია გაიკეთე და უკვე ჯანმრთელი ხარო, აღარ გეკუთვნისო. სოციალური დახმარებაც შემიმცირეს და დავრჩით ასე, 90 ლარის ამარა. თვეში ახალნაოპერაციებ ქალს და პატარა ბავშვს 90 ლარი უნდა გვემყოფინა. არ გეცინებათ მე ძალიან. - სიტყვებიც არ მყოფნის... რა სისასტიკეა! მარინა: მეც ამას ვამბობ. ამას რა ჰქვია 90 ლარი თვეში როგორ უნდა იმყოფინოს ადამიანმა და როგორ ფიქრობთ მე წამლებს ვიყიდდი ჩემთვის, როცა გიორგი შიმშილისგან ტიროდა თქვენ როგორ მოიქცეოდით - ალბათ ნებისმიერი დედა ასე მოიქცეოდა... მარინა: მე მხოლოდ დედა არ ვარ. გიორგისთვის მამაც ვარ, დაც, ძმაც და მეგობარიც. ის მარტოდმარტოა ამ სასტიკ სამყაროში და გამომქომაგებელიც არავინ ყავს. ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვვარდები, როცა გიორგი ექიმებს დიდი ადამიანივით ესაუბრება და ეკითხება: დედიკო ხომ არ მომიკვდებაო... ხომ გადამირჩენთო... ექიმები კი მხრებს იჩეჩავენ და ამდენი ხანი რომ ცოცხალი ვარ, ისიც უკვირთ. მათი აზრით 2 წლის მკვდარი უნდა ვიყო. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ უკვე გარდავიცვალე და მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ, რომ გიორგის არ მივაყენო ტკივილი. - ალბათ როგორ განიცდის გიორგი... მარინა: ღამე შეტევები რომ მეწყება, ჩემთან ერთად ტირის. არ მოკვდეო მთხოვს... მოდი ერად მოვკვდეთო... ეს სიტყვები რომ მესმის, მგონია რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვები. ერთ რამეს ვთხოვ ღმერთს, მაცოცხლოს, სანამ გიორგი ცოტა წამოიზრდება. არ ვიცი ამას როგორ ვუძლებ. მონასტერში მივდივარ, დედაოები პურით მეხმარებიან... ეს რომ არ ყოფილიყო კიბოზე ადრე შიმშილი მოგვკლავდა. - მიმართეთ ჩვენს მკითხველს! მარინა: ძალიან გთხოვთ, მე როცა მოვკვდები, ჩემი გიორგი მარტო არ დატოვოთ. ძალიან კეთილი და ნიჭიერი ბავშვია. მონდომებული... გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ ამის გამო პრობლემებიც კი შეექმნა სკოლაში. ჩვენი მდგომარეობის გამო ბევრჯერ გამხდარა დაცინვის და ბულინგის მსხვერპლი. ჩაცმულობის გამო სულ აბუჩად იგდებდნენ. ორი ზო
Heat: 928
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: მარინას მკერდი მოკვეთეს, პალატაში გიორგისთან ერთად იწვა... ბავშვის დამტოვებელიც კი არ ყავდა...
Button label: N/A
Google Developers Blog: Transitioning Google URL Shortener to Firebase Dynamic Links

62 Days

დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო.. - პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს... მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა... სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! - ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ - პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა... ანჟელა(7 წლის): ძალიან მინდა ვიყო სხვა გოგონებივით: ლამაზი და გამოპრაჭული. კიდევ, დეიდა - (ლამაზი ბავშვური თვალებით ამომხედა), - არავინ რომ არ დამცინოს. ოღონდ - ყურში ჩამჩურჩულა ბავშვმა, - დედიკოს არ უთხრათ, თორემ ძალიან იტირებს! ძალიან მეცოდება... ისეთი კეთილი მყავს! - და კიდევ, სიმართლე რომ გითხრათ, მინდა მქონდეს საკუთარი ოთახი, ლამაზი, ოღონდ თაგვები რომ არ იყვნენ! იცით, როგორ მეშინია, - ისევ ცუმად ჩურჩულებს ბავშვი! შენ არ გეშინია და კიდევ... - დაფიქრდა, ეთქვა, თუ არა, - გეხვეწებით, ექიმებთან აღარ წამიყვანოთ. ტკივილს მაყენებენ! აღარ მინდა საავადმყოფოში, ექიმებთან სიარული! მარგარიტა(დედა): - გულამოსკვნილი ტირის!.. - იქნებ ჩემი ბრალია რა გამომრჩა - ცხარე ცრემლით ტირის დედა. - და მართლაც, მისი ბრალი არაფერია, პირიქით, მთელი შვიდი წლის განმავლობაში, ცხოვრების უმძმესი პირობებისა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ანჟელას დედა, მარგარიტა, სრულიად მარტო იბრძვის საყვარელი შილის ჯნმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. მედგრად დგას და უვლის თავის გოგონას, ცდილობს ყველაფრით უზრუნველყოს, რაც აუცილებელია, ყველა კარზე აკაკუნებს, დახმარებას ითხოვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, პატარა ანჟელა ჯანმრთელი და ბედნიერი რომ იყოს... საბრალო ქალი სასოწარკვეთილია, მაგრამ თავის გოგონაზე ფიქრი არ აძლევს წაქცევის უფლებას. მეგობრებო, ჩვენ, როგორც ნამდვილი, მართლმადიდებელი ქართველები უბრალოდ ვალდებულები ვართ მხარში ამოვუდგეთ, მივახვედროთ, რომ მარტო არ არის საშინელ ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში და გავუწოდოთ ხელი! გვერწმუნეთ, ავადმყოფი გოგონა, დანგრეულ ქოხში, საშინელი სანახავია... თურქი ექიმები ბოლომდე ეცადნენ გოგონასთვის თვალი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მათი ძალისხმევა, უშედეგო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, ანჟელას სჭირდება ხელოვნური, ბროლის თვალის ჩასმის ოპერაცია. და რა საშინელ პირობებში უწევს მარგარიტას მისი გოგონას აღზრდა პატარა ოთახი, სადაც თაგვები დარბიან, პაწაწინა სამზარეულო, საპირფარეშო ეზოში, ბავშვის დაბანა კი, ოთახში უწევს, ტაშტში! ნეტავ ამ პატარა ოჯახს, ამდენი უბედურება რისთვის დაატყდა თავს - გთხოვთ, არ იტიროთ, მარგარიტა. უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, ამ ეტაპზე, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდება ანჟელას და რატომ მარგარიტა: დაბადებინ შევამჩნიე, რომ ჩემს გოგონას თვალზე პრობლემა ჰქონდა. ცოტათი აელმებდა თვალს, ექიმმა კი მითხრა, რომ ეს ხშირი მოვლენაა და თავისით გაუვლის. მაგრამ არ გაუარა! ანჟელა 1,6 წლის იყო, როდესაც მეუღლესთან დაშორება მომიწია, და მშობლიურ ქალაქ ბათუმში დავბრუნდი. სიელმე გაუარესდა და უამრავ ექიმს მივმართე. ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ, ისიც კი მითრეს, რომ ანჟელას მდგომარეობა უიმედოა და სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი, და დავიწყე მისი თურქეთში წასაყვანად სახსრების ძებნა. მაშინ ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, თამუნა. საკუთარ თავზე აიღო მთელი ხარჯები. აღმოჩნდა, რომ გოგონას არანაირი სიმსივნე არ აქვს, თვალის კაკალი ორბიტიდან ამოვარდა, და უკანა მხარეს გაჩნდა შეხორცებები, რომელიც ჩვენს ექიმებს სიმსივნე ეგონათ. მხოლოდ ერთ წელიწადში 2017 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის დეკემრამდე, გოგონამ სამი ოპერაცია გადაიტანა! სამჯერ მოგვიწია თურქეთში წასვლა! სად არ ვეძებდი ამ თანხებს. დამეხმარნენ ნათესავები, მეგობრები, თბილისისა და ბათუმის მერია, ჯანდაცვის სამინისტროც... ყველამ შემოიტანა საკუთარი წვლილი... მაგრამ სამწუხაროდ თვალის გადარჩენა ვერ მოხეხდა. ამ ეტაპზე გვჭირდება ბროლის პროტეზი, ამიტომაც მოგმართეთ თქვენ, დიდი იმედით, რომ დამეხმარებით. - შექმნილ ვითარებაში, რა გეჩვენებათ ყველაზე რთულად მარგარიტა: იცით, ანჟელა ძალიან გონიერი ბავშვია, სულ მეკითხება, რატომ არ აქვს ყველაფერი ის, რაც სხვა ბავშვებს, ეს მხოლოდ თვალს არ ეხება, მატერიალურ მდგომარეობასაც, იმასაც, რომ არ ჰყავს მამა. მე კი ხანდახან არც კი ვიცი რა ვუპასუხო და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. მაგალითად, ძალიან ეშინია ოპერაციის, გაუგია, რომ ნარკოზის შემდეგ, ვიღაცამ ვერ გაიღვიძა... მეკითხება: დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო აი, რა ვუპასუხო მითხარით(მწ
Heat: 895
Website URL: goo.gl
Headline: - პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბ....
Button label: N/A
Google Developers Blog: Transitioning Google URL Shortener to Firebase Dynamic Links

62 Days

ვაჩუქოთ თორნიკეს სიცოცხლე!.. თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. თორნიკე დედასთან და მამასთან ერთად ნათესავის ბინაში ცხოვრობენ, საკუთარი, არაფერი გააჩნიათ თორნიკესთვის რომ ემკურნალათ, ყველაფერი გაყიდეს. თორნიკეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება! ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარული ბიჭი საკუთარ თავში ჩაიკეტა და იშვიატად საუბრობს. დედა ლეილა 59 წლისაა, მამა - 62-ს. 17 წლის ვაჟზე ამოსდით მზე და მთვარე! - როდის დაეწყო თორნიკეს ჯანმრთელობის პრობლემები ლეილა: თორნიკე ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, სკოლაშიც სწავლობდა. მეოთხე კლასამდე პრობლემა არ ჰქონია. ყველაფერი უეცრად დაიწყო... ბავშვს გაუჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში გაუარესდა. მისი დიაგნოზი - კუნთოვანი დისტროფიაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და ორგანოთა სხვადასხვა სისტემები გამოყავს მწყობრიდან. დიაგნოზის დასმის შემდეგ მეუღლემ ინფარქტი მიიღო. - ექიმები რას გეუბნებოდნენ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ავადმყოფობის პროგრესირება შეგეჩერებინათ ლეილა: აუცილებელი იყო მუდმივი მკურნალობა, პროცედურები და მედიკამენტები, მდგომარეობის გართულება თავიდან რომ აგვერიდებინა. მაგრამ ჩვენ საკმარისი სახსრები არ გვქონდა. ასეთი დიაგნოზით, სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია და ეს თავიდანვე ვიცოდით. გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, რათა ჩვენი ბიჭისთვის გვემკურნალა. - თორნიკეზე გვიამბეთ, როგორია ლეილა: თორნიკე ძალიან მხიარული და აქტიური ბიჭია. ინვალიდის ეტლითაც კი მონაწილეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დადგმებში, ხატავდა და გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. კარგად მღერის. მღეროდა ყველგან, სადაც მიკროფონს დაინახავდა. ახლა ერთად ვმღერით სახლში. ვცდილობთ, მდგომარეობიდან გამოვიდეთ და რაც შეიძლება აქტიურად და პოზიტიურად ვიცხოვროთ. იმედს დიდი ძალა აქვს. - თორნიკეს სჯერა, რომ გამოჯანმრთელდება ლეილა: მას სჯერა, რომ უფალი არ მიატოვებს. ხშირად ვუყურებთ ერთად ვიდეოებს, სადაც ბავშვებმა დიდი სირთულეები დაძლიეს, გამოჯანმრთელდნენ, შეძლეს დამოუკიდებლად გადაადგილება და ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვცდილობ დავარწმუნო, რომ აუცილებლად გამოჯანმრთედება, მთავარია რწმენა არ დაკარგოს. ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა, იშვიათად შემოდის კონტაქტში. ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება, პირიქით, უნდა იაქტიუროს. - მეგობრები თუ ჰყავს ლეილა: კი, რა თქმა უნდა. ძალიან ყურადღებიანი თანაკლასელები ყავს, ბევრ დროს უთმობენ. სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, მათ და თორნიკეს. ამდენ სითბოს ნამდვილად არ ველოდებოდი. - ყველაზე მეტად რა უხარია ლეილა: ძალიან უყვარს ტკბილეული. როცა სახლში არ ვართ, მოუთმენლად გველოდება. იცის, რომ იოგურტს ან რაიმე სხვა ტკბილეულს მოვუტანთ. გუშინაც მინდოდა, იოგურტი მეყიდა მისთვის და ფული არ მქონდა. - ადამიანებთან კონტაქტი რატომ აღარ უნდა ლეილა: ბოლო დროს ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში. უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ მეგობრები არ ტოვებენ მარტოს, ხშირად უმეორებენ, რომ სწორედ მან ასწავლა მათ ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა. იცით, მე მისი კარგად მესმის. სულ სახლშია. ფეხი მოიტეხა და მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. ამის შედეგად ხასიათიც შეეცვალა. სკოლაშიც ვეღარ დადის. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოპერაციისთვის, დაუყოვნებლივ თურქეთში გადაიყვანეს. ახლა სულ სახლშია და ყველანი ერთად ვცდილობთ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. სარეაბილიტაციო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. - თორნიკემ როგორ მოიტეხა ფეხი ლეილა: დასასვენებლად ბაკურიანში წაიყვანეს სახელმწიფო პროგრამით. გასეირნების დროს კი ეტლს ბორბალი მოძვრა და თორნიკე გადმოვარდა. ფეხი მოტყდა მუხლისა და მენჯის შუაში. ხერხემლის გამრუდებამ კიდევ ძალიან გაართულა მდგომარეობა. ოპერაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. - თქვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახელმწიფო როგორ გეხმარებათ ლეილა: დიახ, წლებია ეს სტატუსი გვაქვს. გასულ წლებში დაბალი ქულა გვქონდა და დახმარება გვერიცხებოდა. მაგრამ ახლა, სოციალურმა სამსახურმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავმდიდრდით და შეამცირა სოციალური დახმარების თანხა. 180 ლარი გვერიცხება ყოველთვიურად. სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს ძვირადღირებულ წამალსა და სამედიცინო პროცედურებს. ადრე დამატებით 50 ლარი გვერიცხებოდა, თორნიკეს კვებისთვის, მაგრამ 16 წელი რომ შეუსრულდა, ისიც მოგვიხსნეს. - თქვენ უმუშევარი ხართ, თქვენი მეუღლეც როგორც მივხვდი, ყოველთვის ვერ ახერხებს მუშაობას. როგორ უმკლავდებით ფინანსურ პრობლემებს გეხმარებოდათ ვინმე ლეილა: ჩემი შვილის გამო ვერ ვმუშაობ. ნერვიულობის ნია
Heat: 887
Website URL: goo.gl
Headline: თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
Button label: N/A
Google Developers Blog: Transitioning Google URL Shortener to Firebase Dynamic Links

63 Days

დედიკო, რატომ გამაჩინე ყველაზე მეტად ნინოს ეშინია, რომ ერთ დღესაც მისი ერთადერთი, ნანატრი შვილი ჰკითხავს „დედიკო, რატომ გამოიჩინე“. 18 წელი ელოდა მარიამს, 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ხოლო როდესაც დედობის სიხარული ეწვია, ოჯახი დაენგრა... მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა. ნინომ დედასთან შეაფარა თავი და პატარა მარიამიც იქ დაიბადა. დედა სითბოს არ აკლებდა, მაგრამ როცა გარდაიცვალა, საკუთარმა დამ და სიძემ კარისკენ მიუთითეს და სახლიდან წასვლა აიძულეს... მთლად ქუჩისთვისაც ვერ გაიმეტეს და ნება დართეს იქვე, სახლთან ახლოს მდებარე სათავსოში დაედოთ ბინა. სოციალური შემწეობა 130 ლარის ოდენობით - ესაა დედა-შვილის შემოსავალი... ერთი თვის განმავლობაში ეს თანხა უნდა იმყოფინონ. ორმა! ნუთუ ასე შეიძლება ცხოვრება როგორ ფიქრობთ ყოველი დილა ნინოსთვის იმაზე ფიქრით იწყება, რომ ერთ დღესაც შეიძლება ჯანმრთელობამ უმტყუნოს და პატარა მარიამის მოსავლელი გახდეს! ბევრი რამე აწუხებს, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს... არ შეიძლება ჩემი ავად ყოფნაო, ამბობს... მერე ვინ იმუშავებს და ვინ მიხედავს მარიამსო თან ტირის, ნერვიულობს რომ 18 წლის ნანატრ შვილს სიყვარულის მეტს ვერაფერს აძლევს. ბეტონის ცივი კედლები, ნესტი, ერთი საწოლი, რამდენიმე საბანი - ეს არის ნინოს და მარიამის სიმდიდრე. ნინო: 18 წელი ბედნიერი ქალი ვიყავი, ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი, შვილი მყოლოდა. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ისიც კი ვიფიქრე ბავშვს ავიყვან და საკუთარი შვილივით გავზრდითქო. მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ნანატრ შვილს და ორსულ ცოლს ასე მოგვექცეოდა... მე გამაგდო და სხვასთან წავიდა... მეგონა რომ ეს დროებითი იყო, ხომ იცით მამებს გოგონები როგორ უყვართ... - ნინო, ამ ოთახში როგორ ცხოვრობთ - ის დედაჩემის სახლია, ჩემი და და სიძე ცხოვრობენ იქ. დედა სანამ ცოცხალი მყავდა, მეც იქ ვცხოვრობდი. მაგრამ დედა გარდაიცვალა და მე და ჩემი შვილი ზედმეტები აღმოვჩნდით. სახლიდან გამოგვიშვეს და ნება დაგვრთეს აქ გვეცხოვრა. - მუშაობას როგორ ახერხებთ - როგორც კი რამე საშუალება გაჩნდება რომ ვიმუშაო, ვმუშაობ. არაფერს ვთაკილობ... ყანაში, მიწაზე, გათოხვნა, დაბარვა, ხილის კრეფა... სხვაგვარად 130 ლარი არაფერში გვეყოფა. - თქვენ თქვით, რომ ოპერაცია და მკურნალობა გჭირდებათ. - კი, ქალური პრობლემები მაქვს. ექიმები ამბობენ საოპერაციოა, მაგრამ სასიკვდილო არ არისო... მეც ფეხს ვითრევ... ვიცი, ოპერაციის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ. და ვის იმედზე დავტოვო ჩემი პატარა - მარიამ, შენ რაზე ოცნებობ - რბილ და თბილ საწოლზე, გემრიელ საჭმელზე და ლამაზ თოჯინაზე! ერთი მყავს, მაგრამ მისი ყველას ეშინია... შეუხედავია და ერთი თვალი არ აქვს. კიდევ მინდა რომ ახალი წელი მოვიდეს ჩემთანაც... დედიკომ ფანჯრებზე ფიფქები დააკრა, ამით გამახარა... მაგრამ მე ნამდვილი ახალი წელი მინდოდა, საჩუქრებით და კანფეტებით! - ნინო, თქვენ შესახებ ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს, რას ეტყოდით მათ, რას სთხოვდით - არ ვიცი რა ვთხოვო სრულიად უცნობ ადამიანებს, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანს ვერაფერს ვთხოვ... ღვთის ნებით რაც იქნება, ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები! დამეხმარეთ, რომ შვილი გამოვკვებო! დამეხმარეთ, რომ მან ბავშვობა შეიგრძნოს! რომ მერე არ მითხრას, ტანჯვისთვის რატომ გამაჩინე, რა დაგიშავეო... მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნინოს და მარიამს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, საბნები და ბალიშები, ავეჯი თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს. დაურეკეთ და უთხარით, რომ მარტო არ არიან, რომ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გორის რაიონი სოფელი კარალეთი. ტელ: 599 37 82 06 ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენს გარდა არავის იმედი აღარ აქვს! თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: #GE15TB7194336080100003 #GE42LB0115113036665000 #GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სუხიტაშვილების ოჯახი) საიტიდან:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/545-sukhitashvili/ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology TBCpay ExpressPay ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“ (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)
Heat: 887
Website URL: goo.gl
Headline: მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა.
Button label: N/A
Google Developers Blog: Transitioning Google URL Shortener to Firebase Dynamic Links

61 Days

მამიკო, რატომ დაიკოს სტკივა და მე არა - ეკითხება მამას 3 წლის მაია. მას არ ესმის, რატომ სტკივა დაიკოს მუცელი, რატომ შეშუპდა და მძიმედ სუნთქავს... სულ რატომ ტირის და არ ეთამაშება მას - მე ჩემ ლუიზასთანაც (მაიას საყვარელი თოჯინა) მომწონს თამაში. მას მუცელი არასდროს სტკივდება, მაგრამ დაიკოსთან ხომ უფრო საინტერესო გამოვიდოდა. დედა-შვილობანას თამაში ძალიან მიყვარს …. მე შვილი ვიქნებოდი…, - სევდიანი თვალები მომანათა მაიამ, - იქნებ თქვენ ითამაშებთ ჩემთან … მისმა დამ - 5 წლის მარიამმა არ იცის რას ნიშნავს მთელი დღე უდარდელად თამაში … ბავშვს თირკმლის უკმარისობა და საშინელი ტკივილები აქვს! გოგონამ, თავისი პატარა - ჯერ მხოლოდ 5 წლის ცხოვრების განმავლობაში - საავადმყოფოში მეტი დრო გაატარა ვიდრე სახლში …. ნებისმიერი დიდი უკვე მოკვდებოდა ტკივილებისაგან, მაგრამ მარი სხვანაირია - ის მებრძოლია და არ აპირებს დანებებას. - ჩემს მარიკუნას ყველა დაავადება ერგო, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება: დაავადებული თირკმელი, სუსტი იმუნიტეტი, პრობლემური ფილტვები. ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მოხვდა ის საავადმყოფოში! - მარიამის მამის - გელას ხმა კანკალებს. - გაოცებული ვარ ამ ცქნაფა გოგოს საიდან აქვს ამდენი ძალა და სიცოცხლის წყურვილი ბევრი მოზრდილი ვერ იტრაბახებს ასეთი სიცოცხლის სურვილით … გელა, გვიამბეთ, რა სჭირს ბავშვს - მარი დაიბადა ნეფროტული სინდრომით, რომელიც აწამებს მას და უშლის ნორმალურად ცხოვრებას. მარჯვენა თირკმელი არ მუშაობს სათანადოდ … შეიძლება დასთან თამაშობდეს და უცბათ ცუდად გახდეს …. უშუპდება სახე, ხელები, ფეხები … ვტაცებ ხოლმე ხელს და გავაქანებ საავადმყოფოში! ია მას ვიტამინების ნემსებს უკეთებენ. და ერთხელაც რომ ვერ მოვასწრო!… ყველაფერი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს …, – და ოჯახის უფროსი პატარა ბავშვივით ატირდა… რამდენად სავალალოდ - ამაზე გაფიქრებაც კი არ მინდა! ჯობია ნუ მკითხავთ ... მარი მხნედ არის, დიდივით იტანს ყველა პროცედურას, ნემსებს ... მე რაღა უფლება მაქვს ცუდ ფიქრებს ავყვე რამდენად ხშირად ემართება მსგავსი შეტევები და როგორ შეიძლება ამის აცილება - თითქმის ყოველ კვირას ... და არ ვიცი ამას რა ვუყო ... ჩვენ ვიცავთ ექიმების რეკომენდაციებს, მარი კი მაინც ცუდად ხდება ... არანაირი აბები არ შველის ... ბავშ
Heat: 872
Website URL: goo.gl
Headline: 非 Facebook 分属机构
Button label: DONATE_NOW
Chernovetsky Charitable Found

58 Days

როცა მშობელი ყველაზე საშიში მხეცია! „მუხლისჩოქა მოხვალთ, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ“- ასე მიაძახა მოძალადე ქმარმა მარიამს, როდესაც ქალმა ბავშვებს ხელი მოჰკიდა და სახლიდან გაიქცა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ამ ოჯახმა ასეთ სტრესში იცხოვრო და ვერ გავიმეტებთ მათ შიმშილით სიკვდილისთვის! საკმარისია ჩავხედოთ ამ ბავშვებს თვალებში და ჩვენ დავინახავთ მათ უკიდეგანო სევდას. სამწუხაროდ, არავის ანაღვლებს მათი ბედი გარდა უფლისა და ჩვენს. „ბავშვები ჯერ ძალიან პატარები არიან, მაგრამ მამის სისასტიკე კარგად ახსოვთ! ახსოვთ როგორ გამოვრბოდით სახლიდან, არ ვიცი როგორ გადავრჩით“ - გვიყვება მარიამი -მარიამ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა მარიამი: მიჭირს მარტო ყოფნა და ბავშვების გამოკვება. მეშინია, ავად არ გახდნენ, მათ წამლებსაც ვერ ვუყიდი... მაგრამ მაინც ასე მირჩევნია ვიყო, ვიდრე მუდმივ შიშში ვიცხოვრო და ვიყო იმის მოლოდინში, რომ ქმარი მე ან ცემ შვილებს ფიზიკურად გაგვისწორდება. -შეგიძლია მითხრა ბავშვების ყოველდღიური რაციონი მარიამი: ლობიო, მწვანილი, პური და წყალწყალა სუპი. ბავშვების გარდა ავადმყოფი დედა მყავს მისახედი. სოციალური დახმარების 450 ლარია და არაფერზე მყოფნის. დედაჩემს ყოველდღე სჭირდება წამლები. აი დრეს ბავშვებს პურის წვნიანი მოვუხარშე, ასე ვატყუებ მათ და ვიტყუებ თავს... -სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენია მარიამი: ეს დედაჩემის სახლია. მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, აქ არაფერი შეცვლილა. ის დანგრევის პირასაა და საცხოვრებლად სრულად გამოუსადეგარია. ჩვენ არ გვაქვს სარეცხის მანქანა, მაცივარი, ტელევიზორს მხოლოდ ხმა აქვს და ბავშვები მულტფილმების ყურების მაცვლად რადიოსავით უსმენენ მათ. ყოველ დღე ვთხოვ უფალს ბედნიერებას ჩემი ბავშვებისთვის, რომ მათ აღარ იშიმშილონ, რომ ჰქონდეთ ჭერი და სწავლის საშუალება. -ადამიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ „არ უნდა გააჩინო ბავშვი, თუ მისი გაზრდის შესაძლებლობა არ გაქვს“. რას ფიქრობთ ამაზე მარიამი: დიახ, ვიცი, მომისმენია ასეთი კომენტარები და ასეთი სიტყვები გულს მიკლავს. დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომ არ მოგმართავდით, მრცხვენოდა, მაგრამ მე მათ არ ვადანაშაულებ! მათ ხომ არ იციან რა გამოვიარე, რა გადავიტანე და რისი გაკეთება მიწევს ყოველდღე ბავშვების გულისთვის და მე მჯერა, რომ ღვთის წყალობით ჩემი შვილები მომავალში ბედნიერები იქნებიან! -რა არის თქვენი უდიდესი ოცნება მარიამი: ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი ბავშვები ბედნიერები იყვნენ და ჩვენ გავუძლოთ ცხოვრების ამ რთულ პერიოდს. მწამს, რომ უფალი არ დაგვტოვებს. - ყველაზე მეტად რა გჭირდებათ მარიამი: არც კი ვიცი რა გითხრათ, არავინ არასდროს დაინტერესებულა ჩემი პრობლემებით... არ გვაქვს სარეცხის მანქანა და მაცივარი... გაზქურა. -ახლა კი ბავშვებს გავესაუბრები. ქეთი, შენ რა გინდა ქეთი (10 წლის): მე ბურთი მინდა... სხვა არაფერი. ერთადერთი კიდევ ის სურვილი მაქვს, რომ საჭმელი გვქონდეს, ბურთით კი ჩემს დაიკოებთან ვითამაშებ და გავერთობით. -დედას ეხმარები ქეთი:რა თქმა უნდა! პატარა დას ვუვლი, შეშასაც ვჩეხავ ხოლმე და ოთახს ვალაგებ. -თამარ, შენ რა გინდა თამარი (8 წლის): მე მინდა, რომ მქონდეს ლამაზი თოჯინა, რომელსაც ბევრი ტანსაცმელი ექნება, ჩემზე ბევრი... ნინო (4 წლის): მე ბაჭია მინდა. -სათამაშო ბაჭია გინდა ნინო: არააა. მე მჭირდება ნამდვილი ბაჭია, სირბილი რომ შეეძლოს და ყურების გამოძრავება. მინდა, რომ ჩავეხუტო მას, ძალიან მჭირდება! მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოსეშვილის ოჯახი დიდ გასაჭირშია. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ინვენტარი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, მივცეთ ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა და ბედნიერი ბავშვობა. თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მარიამს და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაკურციხე, ტელ:597 03 68 43. ასევე გააზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან! სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია სიკეთის კეთება, ხოლო ჩვენ, ვისაც შეგვიძლია, გვერდში უნდა დავუდგეთ ჩვენს დებს და ძმებს! ეს ჩვენი ვალდებულებაა! თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: #GE15TB7194336080100003, #GE42LB0115113036665000, #GE64BG0000000470
Heat: 859
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: „მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ"
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

58 Days

ყველაზე მშვენიერი შვილები მსოფლიოში! ისინი მხოლოდ ჩვენი სამშობლოს მიწაზე - საქართველოში იბადებიან! მათ ისე უხარიათ ყოველი ახალი დღე! დიდია უფალი, რადგან ისინი ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებიან, რა გასაჭირში იმყოფებიან მათი მშობლები! მეგობრებო, გაიცანით - სამი შვილის დედა, თეა ქიტიაშვილი. იგი ასეთი დამწუხრებული იმიტომ არის, რომ დღეს ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი აქვს! მან და მისმა მეუღლემ მთელი ფული, ბოლო თეთრებამდე, თეას მამის მკურნალობას დაახარჯეს. კაცს ანევრიზმა გაუსკდა და საბრალოებს, მისი საავადმყოფოში ყოფნა დღე-ღამეში 850 ლარი უჯდებოდათ. და მაინც, თეას ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამა გარდაიცვალა, ხოლო ოჯახი არათუ გაკოტრდა, არამედ უსაზღვრო ვალებშიც ჩავარდა... დასასრულს კი პირი არ უჩანს. არა და თითქოს „გუშინ“ იყო, ჯერ კიდევ ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ. თეა და გიორგი მუშაობდნენ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ და ანებივრებდნენ, ბინაც კი იყიდეს განვადებით. რა ბედნიერები არიან! - შურდათ მეზობლებს... შეუცნობელია გზანი უფლისანი…! განა ოდესმე იფიქრებდნენ, რომ მათ შვილებს, დიდი ხნის ნანატრ ბინაში, იატაკზე დაძინება მოუწევდათ, ხოლო სახლში საკვები და ჭურჭელიც კი არ ექნებოდათ! მოწმენდილ ცაზე მეხი 2019 წლის 12 იანვარს გავარდა! თეას საყვარელი მამა, საავადმყოფოში გადაიყვანეს გამსკდარი ანევრიზმით. თეამ და გიორგიმ მის მკურნალობას მთელი ფული დაახარჯეს, ბოლო თეთრებამდე; გაყიდეს ყველაფერი, რაც წლების მანძილზე პატიოსანი შრომით დააგროვეს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში ამ საბრალო ხალხმა ყველაფერი დაკარგა, დასრულდა მათი ოჯახის კეთილდღეობა... ხოლო მათი ფერადი ოცნებები ოჯახური ბუდის მოწყობაზე ქუჩაში დარჩენის შიშმა ჩაანაცვლა... - უკვე ცრემლებიც აღარ მაქვს... აღარც კი ვიცი, რაზე ვიდარდო... მამას ვეღარ დავაბრუნებ, ბავშვები მშივრები არიან, ჩვენ იატაკზე გვძინავს, ხვალ კი შესაძლოა, ესეც აღარ გვქონდეს - სლუკუნებს საბრალო ქალი. მთელ იმედებს ახლა ის მხოლოდ უფლის წყალობასა და კეთილ ხალხზე ამყარებს. - რა შეემთხვა მამათქვენს - 2019 წლის იანვარში მამა ცუდად გახდა... სასწრაფომ გამსკდარი ანევრიზმით გადაიყვანა... ორ თვეზე მეტხანს ვიბრძოდით მისი სი
Heat: 850
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: 非 Facebook 分属机构
Button label: DONATE_NOW
Chernovetsky Charitable Found

58 Days

როდესაც ბავშვის ტკივილი გაუსაძლისი ხდება... ცხოვრების განმავლობაში, პატარა სანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ხოლო როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება ის ტირის... სანდრო დაუნის სინდრომით დაიბადა. დედას ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ და ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა შეეძლოთ, რომ სანდრო უამრავ პრობლემას მოუტანდა. ეუბნებოდნენ, რომ მეუღლე მიატოვებს, ნათესავები ზურგს შეაქცევდნენ, მეზობლები ვერ გაუგებდნენ... მაგრამ უმწეო ჩვილის, საკუთარი სისხლის და ხორცის, მიტოვება, მშობლებს აზრადაც არ მოსვლიათ! სანდროს ფსორიაზიც აქვს, კანი წყლულებით იფარება და ნებისმიერი შეხება ტკივილსა და ტანჯვას აყენებს. სიღატაკეში ბავშვის აღზრდა ძალიან ძნელია. ხოლო თუ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება! - დარეჯან, მშობიარობამდე იცოდით, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადებოდა დარეჯანი: არა, მე და ჩემი მეუღლე სრულიად ჯანმრთელ ბავშვს ველოდებოდით. მაგრამ უფალმა თავისი ანგელოზი გამოგვიგზავნა. ცოდვას ვერ დავიდებ და არ მოგატყუებთ, ეს ჩემთვის იყო შოკი! მძიმე მშობიარობა მქონდა და ექიმები ბავშვს ორი დღე არ მანახებდნენ. შემდეგ ვთხოვე, მოეყვანათ სანდრო. როცა დავინახე, ტირილი დავიწყე... მაგრამ როგორც კი გულში ჩავიკარი, დავმშვიდდი. მე ჩემი სანდრო არ მიმიტოვებია, და ერთ წელიწადში ძმაც გავუჩინე. - გიორგიზე მოგვიყევით, როგორ აღიქვამს ძმის მდგომარეობას დარეჯანი: ახლა გიორგი 10 წლისაა. ტყუპებივით გაიზარდნენ! ის უკვე მეოთხე კლასშია და მეხმარება უფროსი ძამიკოს მოვლაში. სიგიჟემდე უყვარს სანდრო. სკოლის მერე, მეცადინეობას რომ მორჩება, იმის მაგივრად, რომ სათამაშოდ ან მულტფილმების საყურებლად გაიქცეს, საათობით ზის და თავის ძმას ზღაპრებს უკითხავს, ეხუტება! გიორგი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ უფრას ძმასთან თამაში შეეძლოს. ბურთიც კი აჩუქა, იმის იმედით , რომ როდესმე ფეხბურთის თამაშს შეძლებენ ერთად! - თქვენი მეუღლე რას საქმიანობს დარეჯანი: ბესიკი არაჩვეულებრივი მამაა. უსაქმოდ არასდროს არ ზის! მძიმე ფიზიკური შრომა უწევს ოჯახის სარჩენად. სამწუხაროდ ჩვენი სოფელი ძალიან პატარაა, ყველა გაჭირვებაში ცხოვრობს. სამსახური არ არის! ჩვენი დიდი ხნით მიტოვება და სამუშაოდ სხვა ქალაქში წასვლაც არ შეუძლია. ჩვენ ხომ ერთმანეთს ძალას ვმატებთ! ვერც კი წარმოვიდგენ, მის გარეშე რა გვეშველება. - მასზე ისეთი სიყვარულით საუბრობთ, თითქოს ახალდაქორწინებულები იყოთ... დარეჯანი: ნუ იტყვით! ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! ნათესავის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი, აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე დღეს ვიყავით დაბადებულები! 1982 წლის 14 ნოემბერს! ეს ბედი იყო ნამდვილად, ბესიკიმ თქვა, რომ თავისი ტყუპისცალი იპოვა, ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმის და რომ არასდროს გამიშვებდა. ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. - ბავშვების აღზრდაში თუ გეხმარებათ დარეჯანი: მარტო თავს ნამდვილად ვერ გავართმევდი. ჩვენი მშობლები, სანამ შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. ახლა კი თავადაც დახმარება სჭირდებათ. - შეიძლება რამდენიმე შეკითხვა გიორგისაც დავუსვა რაზე ოცნებობ პატარავ გიორგი: ფეხბურთის თამაში მინდა ჩემს ძმასთან ერთად! იცით რა საყვარელია როდესაც არაფერი სტკივა, უფლებას მაძლევს, რომ ჩავეხუტო. ხანდახან კი ტკივილისგან ისე ხმამაღლა ტირის, რომ ძალიან მეშინია... - ძმის ჯანმრთელობის გარდა, კიდევ რამეზე ოცნებობ გიორგი: კი... დედა, შეიძლება ვუთხრა, რომ კომპიუტერი მინდა თუ ჯობია, რომ შენთვის სარეცხი მანქანა ვთხოვოთ - შეგიძლია აღარაფერი თქვა გიორგი! მივხვდით, რომ უზომოდ კეთილი ბიჭი ხარ! იცოდე, რომ უფალი ხედავს ყველაფერს და ის აუცილებლად აგისრულებს ოცნებას! გიორგი: ვიცი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ღმერთი და დედა ყოველთვის მარიგებს, რომ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ! -დარეჯან, მიმართეთ ჩვენს მკითხველებს, გვითხარით, რა გჭირდებათ დარეჯანი: ზუსტად ვიცი, რომ თქვენთან უფალმა მომიყვანა, ან თქვენ მოგიყვანათ ჩემთან! გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, არასდროს მოგმართავდით თხოვნით. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი და მალამო სანდროსთვის. ასევე საწოლის თხოვნაც მინდოდა ბავშვებისთვის. ძველი გატყდა. სახლში არაფერი გვაქვს... მერიდება, ყველაფერს ხომ არ გთხოვთ... იმისთვისაც მადლობა, რომ მოხვედით, მოგვისმინეთ და იმედი მოგვეცით... ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ------------------------------------------- მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გრიგოლიების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დ
Heat: 837
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: ცხოვრების განმავლობაში, პატარა სანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ხოლო როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება ის ტირის...
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

51 Days

როცა ყოველ წამს სიკვდილს თვალებში უყურებ! "კიბო - მსოფლიოში ყველაზე საშინელი სიტყვაა. უამრავი ადამიანი ვიტანჯებით, იმის გამო, რომ არ გვაქვს მკურნალობის საშუალება! ჩვენ ვიბრძვით, ზოგი მალევე ნებდება! მაგრამ ჩვენ უფალი გვაძლიერებს! ადამიანებმა უნდა იცოცხლონ, დატკბნენ ყოველი წამით და ღმერთს! მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც გააჩნია ბრძოლის უნარი და რწმენა! მე მჯერა საოცარი გადარჩენის... და ვლოცულობ მათზე, ვინც ჩემსავით საშინელ მდგომარეობაშია. ყველას დახმარება გვჭირდება, და თუ გყავთ ასეთი ნაცნობი ან მეზობელი, დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, ან თბილი სიტყვით მაინც ანუგეშეთ!.. ჩვენ ხომ პატარა ერი ვართ, ერთი დიდი ოჯახივით უნდა ვიყოთ!" - ამბობს ნინო. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ღამით არ სძინავს, მკერდის არეში საშინელი ტკივილები აქვს, ცალი ხელი თითქმის პარალიზებულია. გაუსაძლისია მისი მდგომარეობა, როცა წამალი აღარ აქვს და არც ფული, რომ იყიდოს. საბრალო ქალის კვნესა მეზობლებსაც კი აღვიძებს! ჩვენ გავესაუბრეთ ნინო ბესელიას. - ნინო, მოგვიყევით, როდის აღმოაჩინეთ, რომ ავად ხართ ნინო: სანამ დიაგნოზს გავიგებდი, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. დაუღალავად ვშრომობდი, დილაობით ვკერავდი, საღამოობით ვალაგებდი, რამდენიმე წლის წინ, მკერდის არეში ტკივილები დამეწყო. ყურადღებას არ ვაქცევდი, ვითმენდი მაშინაც, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ბევრჯერ გადავდე ექიმთან ვიზიტი, ვამბობდი, ხვალ, წავალ, ხვალ წავალ... მაგრამ ეს ხვალინდელი დღე აღარ დადგა. ერთხელაც მკერდში რაღაც გამისკდა და სისხლი წამოვიდა, მაშინ იძულებული გავხდი ექიმთან მივსულიყავი, აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მაქვს. - დახმარებისთვის ვის მიმართეთ ნინო: მერიას, ქალაქის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურს, მაგრამ ისინი წამლებს სრულად არ აფინანსებენ... საიდან მექნება ამდენი ფული ავადმყოფ და უმწეო ქალს! ჩემს მდგომარეობაში, მკურნალობისთვის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა წარმოუდგენელია. - ნინო, მსგავს მდგომარეობაში, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია ნინო: კი, ათასობით! კიბოთი დაავადებულებს ნელი და მტანჯველი სიკვდილი გვაქვს მისჯილი! დასაკარგი არაფერი გვაქვს და მზად ვართ ცოცხლად დავიწვათ თავი! იქნებ ვინმემ წაიკითხოს ეს და სამომავლოდ გაითვალისწინოს... - რა არის თქვენი საარსებო წყარო ნინო: სოციალურ დახმარებას ვიღებ - 100 ლარს. ესაა ჩემი ერთადერთი შემოსავალი... ოთახის ქირა რამდენიმე თვე ვერ გადავიხადე და იძულებული გავხდი, ნაცნობის ფარეხში გადამენაცვლა. - თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, თუ შეიძლება. ნინო: არ მიყვარს ამაზე საუბარი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ. - გეხმარებათ ვინმე წარმოუდგენელია 100 ლარით არსებობა, მით უმეტეს ავადმყოფისთვის. ნინო: ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ზოგს საჭმელი მოაქვს ჩემთვის, ზოგი დალაგებაში მეხმარება. ჩემი სახელით ინსტანციებს მიმართავენ, მე ხომ ვეღარ დავდივარ. ღამით საშინელი ტკივილები მაქვს და მარტოს არ მტოვებენ. შემოდიან, მამშვიდებენ, თანამიგრძნობენ. თავადაც ძალიან უჭირთ, ამიტომ ფინანსურად ვერ მეხმარებიან. ყოველდღე უფალს მადლობას ვწირავ, ეს ადამიანები რომ გამომიგზავნა. თორემ აქამდე ვერც ვიცოცხლებდი! სწორედ მათ მიმართეს თქვენს ფონდს, ჩემთვის კი არაფერი უთქვამთ. თვალებს არ დავუჯერე, რომ დაგინახეთ. მიჩვეული ვარ, რომ არავის ვჭირდები, ყველა თვალს მარიდებს, თქვენ კი მოხვედით... - იმედს ნუ დაკარგავთ. ადამიანს უფლის გულწრფელად თუ სწამს, ის აუცილებლად დაეხმარება ყველაფრის დაძლევაში. ნინო: მუდამ ვლოცულობ. მჯერა, უფალი შვებას მომცემს. უბრალოდ ძალიან მინდა სიცოცხლე, ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება. - კიდევ რაზე ოცნებობთ სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ ნინო: ვოცნებობ იმაზე, რომ ტკივილი დაცხრეს, ისევ სრულფასოვანი ადამიანი გავხდე... ძალიან მენატრება ზღვა. ალბათ, ესაა ჩემი სანუკვარი ოცნება. - ნინო, ალბათ ცხოვრებაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. ნინო: ავადმყოფობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი დრო მაქვს, რომ ვიფიქრო... ადრე წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი, ადამიანურ ურთერთობებს არ ვაფასებდი... შესაძლოა, ამიტომ დამსაჯა უფალმა. ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებდი. ახლა კი, ერთი სიტყვაც კი, ერთი ზარიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს! ვხვდები, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ, რომ ფუჭი არაა ჩემი სიცოცხლე და კიბოსთან ბრძოლა. - გჯერათ, რომ განიკურნებით ნინო: რა თქმა უნდა, ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში ვვარდები, მერე კი ღვთის წყალობით განვაგდებ ამ ფიქრებს. -ბევრი მეგობარი გყავთ ნინო: იცით, ალბათ უცნაურია, მაგრამ უამრავი! ტყუილია, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ყველა ზურგს აქცევს. ჩემს შემთხვევაში ყველა
Heat: 810
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: "კიბო - მსოფლიოში ყველაზე საშინელი სიტყვაა. უამრავი ადამიანი ვიტანჯებით, იმის გამო, რომ არ გვაქვს მკურნალობის საშ....
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

49 Days

ძალაც კი არ შემწევს, ვინმეს ვუხმო დასახმარებლად... 87 წლის დინარა სრულიად მარტოა... ამ კეთილი ქართველი ქალის თვალებში მხოლოდ ტკივილი და უიმედობა იკითხება. „ჩემო ქართველებო, დღედაღამ ვლოცულობ, გეძახით... ისე გელოდებით და მჯერა, რომ მოხვალთ ჩემთან და ავადმყოფს - მარტო არ დამტოვებთ...“ - დინარამ ხელი ხელზე მომიჭირა და დიდხანს არ გაუშვია. 4 წლიდან დაობლებული, ულმობელი ბედით მიყენებული სულიერი იარებით, მაგრამ უფლის ღრმა რწმენით, ის მსოფლიოს ყველა ქართველისთვის ლოცულობს. მოდით, მხარი დავუჭიროთ მას, მეგობრებო! ეს ჩვენთვის უფალთან მიახლოების შესაძლებლობაა! დინარა ადამაშვილის ბედი - ეს არის საშინელი სიზმარი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება... ეს მარტოობაში სიკვდილის საფრთხეა... ნათელი მოგონებები მას უბრალოდ არ აქვს - მხოლოდ სიღარიბე, ძალადობა და დამცირება ახსოვს! 4 წლისამ დაკარგა დედა და მას შემდეგ სიტყვა „ბედნიერება“ სამუდამოდ დაავიწყდა.... მას დედინაცვალი ზრდიდა, რომელიც უმოწყალოდ სცემდა და პატარა ასაკიდან ყველა ბინძურ საოჯახო საქმეს მას აკეთებინებდა ხოლმე... კონკიას ზღაპარია ალბათ იკითხავთ. მაგრამ ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ აქვს. აქ არც უფლისწულია, არც სასახლე... მხოლოდ ტანჯვა, ტკივილი, ღელვა... დედინაცვლის სიძულველი ლოთმა ქმარმა, შიმშილმა და სიღარიბემ ჩაანაცვლა. მაგრამ ამ უბედური ქალის ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი საშინელება არაა. ცხოვრებამ მას საშინელი ხვედრი არგუნა - მარტოსული სიბერე... მას ჭიქით წყლის მიმწოდებელი, ან დღის მანძილზე, ხმის გამცემიც კი არ ჰყავს. ტანჯვითა და საშინელი პირობებით აღსავსე ცხოვრებამ თავისი ჰქმნა. შედეგებმაც არ დააყოვნეს: მწვავე გულის უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, წნევა, ართრიტი, თიაქარი, დიაბეტი, ფილტვების ანთება, მტკივანი კუჭი, სკლეროზი! და ეს მისი დაავადებების სრული ჩამონათვალიც კი არაა! დინარას არ ახსოვს, დღეს რა დღეა, ან წლის რომელი დრო; საკუთარი შვილის სახელის გახსენებაც კი ვერ შეძლო... სამაგიეროდ, მეხსიერება მოღალატესავით ინახავს ყველა იმ მტკივნეულ მოგონებას, რომლებმაც მის გულში შეუხორცებელი კვალი დატოვა! სიბერე რა გასახარია, არა საქართველოში ასე არაა! საქართველო ხომ კეთილი და მორწმუნე ხალხის ქვეყანაა, რომლებიც ყოველთვის მზად ა
Heat: 802
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: 87 წლის დინარა სრულიად მარტოა... ამ კეთილი ქართველი ქალის თვალებში მხოლოდ ტკივილი და უიმედობა იკითხება.
Button label: DONATE_NOW
Chernovetsky Charitable Found

50 Days

სასოწარკვეთილება - ჩვენი ბედისწერაა ვარდიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი მოკლებულია ყველაფერს რაც 21-ე საუკუნეში ნორმად ითვლება. ყოველ დღე ისინი საშინელი არჩევანის წინაშე დგანან - იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები. თქვენ როგორ მოიქცევით, ასეთი არჩევანის წინაშე რომ დადგეთ ერთმანეთი რომ გაიცნეს, ნინო თხუთმეტი წლის იყო, ვაჟა თვრამეტის. შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს. 17 წელი რომ შეუსრულდა ნინოს, 17 წლის წინ - გოგონა შეეძინათ. ლამაზი, ჯანმრთელი თამარი! წლამდე ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. შემდეგ თამარი შეიცვალა. მთელი დღე გაუნძრევლად იწვა. მერე გულყრები დაეწყო, შეტევები... ცერებრული დამბლა დაუდგინეს. „გული მოგვიკვდა. ეს განაჩენივით ჟღერდა. ვიცოდი ამ დაავადების შესახებ და ყოველთვის მეშინოდა. ვიცოდი, რომ იგი არ იკურნება, რომ ადამიანთან სიცოცხლის ბოლომდე რჩება... ვიცოდი, რომ იგი არ კლავს, მაგრამ ბავშვის და მისი ახლობლების ცხოვრებას ტანჯვად აქცევს“ - ნინო, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ ნინო: 17 წელია ჩვენი გოგოს ცხოვრებით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. თამარის გარდა კიდევ 4 შვილი გვყავს. ზუსტად ვიცი დამიწყებენ „ჭკუის სწავლებას“ რისთვის აჩენდიო, იმ ერთისთვის მოგევლო და გეპატრონაო. ასეთ ბოროტ ადამიანებს მინდა ვუთხრა - ბავშვები ეს ღმერთის საჩუქარია, ხოლო ვინც ამ საჩუქარზე უარს ამბობს იგი უარს ეუბნება ღმერთს! მე და ვაჟამ კი ჩვენს სახლში უფალი ხუთჯერ შემოვუშვით. - როგორია თქვენი ერთი დღე! ნინო: დილა იწყება თამარის ტირილით. ის ყოველთვის ტირის როცა იღვიძებს. მე და მეუღლე მას ვაცმევთ, ვაჭმევთ, ვბანთ... ამას ერთად ვაკეთებთ. მე მარტო ვერ ვერევი. თამარი გაიზარდა და დამძიმდა. იმის გამო, რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდები, მეუღლე სულ სახლშია. ვეღარ მუშაობს. თამარის გარდა კი პატარებსაც მოვლა სჭირდებათ! მეგი 13 წლისაა, სწავლობს და ძალიან მეხმარება ოჯახის საქმეებში. პატარა და-ძმისთვის ის პატარა დედაა! ეკატერინე 5 წლისაა, ჩვენი პატარა პრინცესაა. როცა მას ვუყურებ, უფალს მადლობას ვწირავ და ვეუბნები, „მადლობა, რომ მარგუნე წილად ბედნიერება ვიყო მისი დედა“. ჩვენი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ-დავითი 3 წლისაა. დიახ, არ მოგესმათ, მას ორი სახელი აქვს! წმინდა გაბრიელის და მეფე დავითის საპატივცემულოდ. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ასახელებს! ეს კი ჩვენი ნაბოლარა მარიამია. მალე 1 წლის გახდება. და აქვე, შეგეკითხებით: ამ ბავშვებიდან რომელი არ უნდა გამეჩინა რომელზე უნდა მეთქვა უარი -ნინო, ნათესავები არ გეხმარებიან ნინო: შეძლებისდაგვარად ყველა მეხმარება, მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით მოვედი აქამდე. თქვენი აზრით 600 ლარი საკმარისია ამხელა ოჯახისთვის მხოლოდ თამარის წამლებსა და პამპერსებში ამ თანხის ნახევარი იხარჯება. კომუნალურებსაც ხომ უნდა გადახდა... და საკვებს ვეღარ ვყიდულობთ. პურს მე ვაცხობ ბავშვებისთვის და ესაა ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამიც. - მეგი, გვითხარი შენ რაზე ოცნებობ მეგი (13 წლის): არც კი ვიცი. დედა და მამა რომ ჯანმრთელები იყვნენ. თამარი რომ არ ტიროდეს სულ... სკოლისთვის მჭირდება ნივთები, რვეულები... არც კი ვიცი რა მინდა. ეკატერინე (5 წლის): მე მინდა რომ დედიკოს წელი აღარ სტკიოდეს და რომ შეძლოს ჩემი ხელში აყვანა. აი, დედა, მამა და მეგი პრინცესას მეძახიან, მაგრამ აბა თქვენ გინახავთ სადმე პრინცესა, რომელსაც ლამაზი კაბები არ აქვს ან რომელსაც ფეხსაცმელი არ აქვს აი, ეს ყველაფერი თუ მექნება, მაშინ თქვენც პრინცესა დამიძახეთ! - ნინო, თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! მათ შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს. მიმართეთ მათ! ნინო: ერთი სათხოვარი მაქვს, არ გაიმეტოთ ჩემი შვილები შიმშილისთვის. დაგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ! არც კი ვიცი რა ვთქვა. თამარს გამოკვლევები სჭირდება და ექიმთანაც ვერ ჩამყავს უსახსრობის გამო. ორგანიზმი აღარ იღებს იმ წამლებს რაც 2 წლის წინ დაუნიშნეს, ანალიზები და კვლევები სჭირდება, მაგრამ როგორ რანაირად მოვახერხო ეს ისე გაუმძაფრდა ეპილეფსიის გულყრები, ზოგჯერ მეშინია, რომ ცოცხალი ვერ გადამირჩება. - მიმართეთ ჩვენს მკითხველს! - მგონი ისედაც ზედმეტად დაგთრგუნეთ. არავინაა ვალდებული ისმინოს და იკითხოს სხვისი გაჭირვების შესახებ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აღარ დამრჩა! ---------------------------------------------- ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას ვარდიაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც ხედავთ, ნინოს და მის შვილებს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ პროდუქტები, ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, პამპერსები და თამარისთვის გამოკვლევები. თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ნინოს და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო ა
Heat: 771
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: ყოველ დღე დედა და მამა საშინელი არჩევანის წინაშე დგანან - იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები.
Button label: N/A
Chernovetsky Charitable Found

51 Days

სულ რაღაც ათიოდე წუთმა, შეცვალა უბედური ქალის და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრება და აქცია ის ჯოჯოხეთად! შოკი, ტკივილი, იმედგაცრუება! ასე დაიწყო 2018 წელი კორინთელების ოჯახში. იმ საღამოს ბედნიერი მშობლები - ზვიადი და ლაურა ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებს ამზადებდნენ. ბავშვები გარს ეხვეოდნენ მშობლებს, ხოლო მესამე დედიკოს მუცელში იჯდა და დაბადებას ელოდა. ამ დროს ზვიადი ცუდად გახდა, სუნთქვა გაუჭირდა და ლაურას დახმარებას სთხოვა... ლაურას ყველა წამი კარგად ახსოვს, როგორ უსინჯავდა პულსს საყვარელ მეუღლეს, როგორ იგვიანებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა... როგორ ეხვეწებოდა ზვიადს „არ დამტოვოო“... მაგრა სასწრაფომ ვერ მოუსწრო, ვერ გადაარჩინეს ზვიადი. 40 წუთში მისი სიცოცხლე შეწყდა. დაქვრივდა ახალგაზრდა ქალი, ბავშვებმა უსაყვარლესი მამა დაკარგეს. მაგრამ ყველაზე მეტად პატარა ზვიადს არ გაუმართლა. მან ვერც მამა გაიცნო, და თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა. საერთოდ რომ დაიბადა ისიც საკვირველია, რაც ორსულობის ბოლო თვეებში ლაურამ გადაიტანა, მტერს არ ვუსურვებთ! - ლაურა, როდის აღმოაჩნდა პატარა ზვიადს ჯანმრთელობის პრობლემები ლაურა: ორსულობა მშვენივრად მიმდინარეობდა, ჯანმრთელ ბავშვს ველოდით. მეხუთე თვეში ვიყავი მეუღლე რომ გარდაიცვალა... სულ ვტიროდი და ვნერვიულობდი. ზვიადი გულის მანკით დაიბადა, ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის დროს ვითარება გართულდა, გული გაუჩერდა, ტვინი გაითიშა... ამან მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. ახლა ბავშვს ცუდად ესმის, მხედველობაც დაქვეითებული აქვს. საერთოდ არ აქვს ღეჭვის რეფლექსი და ზონდით ვაჭმევთ. - მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რა არის საჭირო ლაურა: პირის ღრუს მასაჟებია საჭირო, ყლაპვა რომ შეძლოს. რეაბილიტაცია გვჭირდება. ამის საშუალება არ მაქვს. უფროსი ბავშვები ძალიან განიცდიან მამის დაკარგვას, მაგრამ ყველანაირად მეხმარებიან, იციან, რომ ყველა რესურსი ახლა ზვიადის გამოსაჯანმრთელებლად გვჭირდება. - ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ ზაქარია (11 წლის): მამა ძალიან მენატრება, მე ახლა ოჯახში ყველაზე უფროსი ვარ. მაგრამ ძალიან მინდა ველოსიპედი. ნინი (9 წლის): მე კი ძალიან მინდა პიანინო. თუ ვინმე მაჩუქებს გპირდებით რომ კარგად დავუკრავ და გავახარებ დედიკოს! - ლაურა, თქვენ რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს ლაურა: მტერს არ ვუსურვებ რაც მე და ჩემმა შვილებმა გავიარეთ. ჩვენ დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი, მეუღლე, მამა, მეგობარი. ერთი ზვიადი უკვე დავკარგეთ და გთხოვთ, პატარა ზვიადის გადარჩენაში დამეხმაროთ! მჯერა, თქვენი დახმარებით ეს გამომივა! - ბედნიერი როდის ხართ ლაურა: როცა ვიხსენებ ჩემს მეუღლეს. როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ შევუღლდით... ასეთი ადამიანები იშვიათობაა! სანამ ის ავად გახდებოდა, სოფელში ვცხოვრობდით, არაფერი გვაკლდა. 2014 წელს თირკმელის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, ყოველ მეორე დღეს დიალიზზე სჭირდებოდა სიარული. სოფლიდან გაგვიჭირდა სიარული და საცხოვრებლად გორში გადმოვედით. ავადმყოფობის გამო ზვიადი ძირითადად სახლში იყო და ბავშვებს უვლიდა, მე კი მუშაობა დავიწყე. თანხა ყოველთვის გვყოფნიდა, თან მშობლებიც გვეხმარებოდნენ. ახლაც მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდით! დიდი უბედურებაა მეგობრებო! როგორი უსამართლობაა, როდესაც სიკვდილი განაშორებს სიყვარულს! ეშმაკს სურს, რომ ჩვენ ვიტანჯოთ და ეს ტანჯვა, რაც უფრო მძაფრი და ხანგრძლივი იქნება ის ამით უფრო მეტად ხარობს. არ მივცეთ მას საშუალება დატკბეს საცოდავი ადამიანების ტანჯვითა და ვაებით. ჩვენ, ფონდში გვსურს რომ ლაურას და მისი შვილების ოჯახში გამოჩნდეს ღმერთი! რადგანაც მხოლოდ ის არის მსოფლიოს გამგებელი და განსაკუთრებით საქართველოსი! ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას კორინთელების ოჯახის დასახმარებლად. როგორც ხედავთ, ლაურას და მის პატარებს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ სარეაბილიტაციო კურსი ზვიადისთვის და პროდუქტები. თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ლაურას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გორი, თარხნიშვილის ქ. N18, ბინა 56. ტელ: 598 22 25 39 ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან! თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: #GE15TB7194336080100003, #GE42LB0115113036665000, #GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კორინთელების ოჯახი) ს
Heat: 762
Website URL: chernovetskyifund.ge
Headline: შოკი, ტკივილი, იმედგაცრუება! ასე დაიწყო 2018 წელი კორინთელების ოჯახში.
Button label: N/A